ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე ცნობილი ფილმების გმირები გააცოცხლეს
21-05-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მაყურებელი ქართული კინოს სამყაროში ამოგზაურა.

მოსწავლეებმა ცნობილი ქართული ფილმების გმირები გააცოცხლეს და სცენაზე მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟები სრულიად ახალი ენერგიით წარმოადგინეს.

ღონისძიება სტადიონზე ჩატარდა, რადგან პატარა სკოლას სააქტო დარბაზი არ აქვს, თუმცა ამან მონაწილეთა მონდომება და შემოქმედებითი ენთუზიაზმი ვერ შეაფერხა. პირიქით - ღია სივრცემ წარმოდგენას განსაკუთრებული მასშტაბურობა და ხიბლი შესძინა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეული დეტალის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მათ საკუთარი ხელით მოამზადეს დეკორაციები, შეარჩიეს კოსტიუმები, იმუშავეს მუსიკალურ გაფორმებასა და სცენურ ეპიზოდებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს.

სცენაზე გაცოცხლებულმა ქართული ფილმის გმირებმა მაყურებელს არაერთი ემოციური და სახალისო ეპიზოდი გაახსენა.

„ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება გამოვიდა. თითოეული დეტალი ჩვენი მოფიქრებული და განხორციელებული იყო“,- ასე აფასებს სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი ღონისძიებას და ახარებთ ერთმუშტად შეკრული სასკოლო საზოგადოება. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203