დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება
21-05-2026

მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება - აღნიშნულ ცვლილებას მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია: 

რეორგანიზებულ იქნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმი და მიუერთდნენ მწერალთა სახლს“.

აღნიშნული მუზეუმები/სახლ-მუზეუმები ჩამოყალიბდება მწერალთა სახლის სტრუქტურულ ერთეულებად, დირექტორებმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა კი წერილობითი თანხმობა, იგივე თანამდებობზე დარჩენის შესახებ 23 მაისამდე უნდა განაცხადონ. 

ცვლილებები 25 მაისიდან ამოქმედდება, ინფორმაცია დირექტორების მოვალეობებისა და წერილობითი თანხმობის ვადის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203