
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
გაიმართა ზღაპრული გამოსამშვიდობები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
ეს დღე გამორჩეულად ემოციური იყო სკოლის ხელმძღვანელისთვის. დირექტორმა ლილე ქარსელაძემ წელს პირველი სადამრიგებლო კლასი გააცილა. დამრიგებელმა აღზრდილებს მეტად ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა.
„დღეს ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი გავაცილე… კლასი, რომელთან ერთადაც მეც გავიზარდე. ერთად გავიარეთ ბევრი სიხარული, სირთულე, გამარჯვება, ემოცია და დაუვიწყარი დღეები. მათთვის ვიყავი როგორც მასწავლებელი და დირექტორი, მაგრამ გულით, ყოველთვის მათი ადამიანი. „ბოლო ზარი“ დასრულდა, მაგრამ ის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთობა, რაც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა, არასოდეს დასრულდება. დრო გავა, სკოლის ეზოც დაცარიელდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის ადამიანები დავრჩებით. მადლობა თქვენ, ჩემო ბავშვებო, ამ წლებისთვის, ამ ემოციებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღე მჩუქნიდით. მეამაყებით უსაზღვროდ და მჯერა, წინ ძალიან ლამაზი მომავალი გელოდებათ. სკოლის კარი დღეს სხვა ემოციით დაიხურა, მაგრამ ჩვენი კავშირი და სიყვარული მუდამ გაგრძელდება… მიყვარხართ უსასრულოდ!“ - წერს დირექტორი ლილე ქარსელაძე და აღზრდილების დიდი მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩება.
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის ლილე ქარსელაძის საოცარი ცეკვა ბოლო ზარის ღონისძიებაზე.