„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს“ - თბილისის N28 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
22-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

საგნობრივ ჩემპიონატს - ლიზი წიკლაური, გიორგი ბერაია, ბარბარე დვალიშვილი და ანდრია ამირანაშვილი დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. ამასთან, ლიზი წიკლაურმა ოლიმპიადაში 95 ქულა მიიღო.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და სწავლის წყურვილი, მათ ჩართულობას კი საგნობრივ ოლიმპიადებში ყოველთვის ახალისებენ.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს“- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მედია-პროექტეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203