ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
21-05-2026

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის გაისმა ყველაზე ამაღელვებელი ხმა - „ბოლო ზარი“.

ეს ლამაზი დღე სავსე იყო ღიმილით, ემოციებით, მოგონებებითა და თბილი სურვილებით. კურსდამთავრებულები დაემშვიდობნენ სკოლის ბედნიერ წლებს და თან წაიღეს ცოდნა, მეგობრობა და დაუვიწყარი მოგონებები.

საზეიმო ღონისძიება გაფორმებული იყო ლამაზი გამოსვლებით, სიმღერებით, ცეკვებითა და სამადლობელი სიტყვებით, რომლებიც ეძღვნებოდა მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ გვერდით იდგნენ.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი სავსე იყოს წარმატებებით, დიდი მიღწევებითა და ახდენილი ოცნებებით. ბედნიერ გზას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავებულთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203