
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ.
მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, „თავისუფლების თამაშებზე“, ფრენბურთში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვა.
შეჯიბრებები 9-10 მაისს გაიმართა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარდევანის საჯარო სკოლის გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა.
მოსწავლეთა მასწავლებელი ანნა რანიანი გახლავთ.
იხილეთ ვიდეო: