
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთადერთი მე-12 კლასელისთვის დაირეკა.
წელს, მე-12 კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ლუკა ცერცვაძემ დაამთავრა, რომელსაც მთელმა სკოლამ დიდი სიყვარულით დაულოცა გზა.
მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, პედაგოგებმა ლიკას სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს, მე-12 კლასელის თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა.
დღე ემოციებით იყო სავსე, მოსწავლე კეთილი სურვილებით შეამკო სასკოლო საზოგადოებამ, თავად კი მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომ მხოლოდ მისთვის ატარებდნენ გაკვეთილებს და მის წარმატებაში დიდ შრომას დებდნენ.
იხილეთ ფოტოები: