ნარდევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
21-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. 

17 მაისს, წალკის სპორტულ დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტულ ტურნირი - „თავისუფლების თამაშები 2026“.

ნარდევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტურნირს დიდი შემართებით შეუერთდნენ და შესანიშნავი თამაშის შედეგად დაიკავეს პირველი ადგილი.

წარმატებით იასპარეზეს:

  1. სურენ ნურბეკიანმა (მე-6 კლასი);
  2. გრიგორ გურგენიანმა  ( მე-7 კლასი);
  3. ხორენ მარკოსიანმა
  4. ნარეკ ნურბეკიანმა (მე- 8 კლასი).

მოსწავლეთა მასწავლებელი ანნა რანიანი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203