
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა გარემოზე აქტიურად ზრუნავს და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებას ატარებს.
„იცოდით, რომ არასწორად გადაყრილი ელექტრო ტექნიკა წამლავს ნიადაგს და წყალს? არ გადააგდო – დაამუშავე!“-აღნიშნავენ სკოლაში და ელექტრო ნარჩენების შეგროვებას იწყებენ.
სკოლა ჩაერთო ელექტრო ნარჩენების მართვის კონკურსში და საზოგადოებასაც პასუხისმგებლობისა და მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება!
გაქვთ სახლში ძველი ტელეფონი, გაფუჭებული მიქსერი ან ტელევიზორი, რომელიც მხოლოდ ადგილს იკავებს? ნუ გადაყრით მათ ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად – მოგვიტანეთ სკოლაში!
რისი მოტანა შეგიძლიათ?
ტელეფონები და დამტენები
ტელევიზორები და აუდიო სისტემები
მიქსერები და სხვა სამზარეულოს ტექნიკა
სარეცხი მანქანები და ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა
სად? სკოლის ეზოში განთავსებულია სპეციალური ურნა.
ტრანსპორტირება: თუ ნივთი დიდია და ვერ მოგაქვთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით გადაზიდვაში!
გახსოვდეთ, სწორად მართული ნარჩენები ნიშნავს სუფთა ჰაერს, წყალს და ჯანსაღ მომავალს ჩვენი შვილებისთვის. ერთად ვუპატრონოთ ჩვენს სოფელს და გარემოს! გაათავისუფლეთ ადგილი სახლში და დაიცავით ბუნება დაბინძურებისგან“,- აღნიშნავენ სკოლაში.