ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის სკოლას იაპონიის სატელევიზიო არხი ესტუმრა
12-07-2018
ცნობილი ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის სპორტული წარმატებები კვლავ ყურადღების ცენტრშია! ამჯერად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს სატელევიზიო არხი „ტოკიოს ტელევიზია“ და კერძოდ, სატელევიზიო გადაცემა „იაპონიაში წასვლის მსურველი ადამიანების მხარდამჭერების“ გადამღები ჯგუფი ძეგვის საჯარო სკოლას ესტუმრა. 

მათი მიზანი საქართველოსა და ცნობილი ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის შესახებ საინფორმაციო ვიდეოს გადაღება იყო, რადგან სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა ლევან გორგაძე, იგივე-ტოჩინოშინი. 

ისინი ლევანის პირველ მასწავლებელს, დალი როსტიაშვილს გაესაუბრნენ, ასევე, ყოფილი მასწავლებლები მოინახულეს და ლევანის სპორტული წარმატებების შესახებ სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ღონისძიებას დაესწრნენ. 

ლევანის ულამაზესი მეუღლის, ნინო როსტიაშვილისა და შვილის, ანასტასიას მოულოდნელი სტუმრობა მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ისინი ემოციებს ვერ მალავდნენ. ქართველთა სტუმართმოყვარეობა განსაკუთრებით აღნიშნეს და მოსწავლეთა აქტიურობით კმაყოფილნი დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203