„დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე ბედნიერი დღეებით “- თბილისის N28 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა 
21-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა“ და დადგა დრო, რომ ჩვენი სკოლის სასახელო კლასმა დაამთავრა სკოლა.

ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარს - დღეს სკოლასთან დაკავშირებული ყველაზე ლამაზი მოგონებები კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.

დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე ბედნიერი დღეებით.

გისურვებთ თავდაჯერებულ ნაბიჯებს, დიდ გამარჯვებებს და ოცნებების ახდენას!

წარმატებები ️ცხოვრების ახალ ეტაპზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში, აღზრდილებს ნათელ მომავალს უსურვებენ და მათ დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203