
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
ახალგაზრდებს დირექციამ და პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: