ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კიზილქილისის საჯარო სკოლაში
21-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღნიშნა. 

ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წადგნენ. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასების დამრიგებლები - ალინა სარგსიანი და რუსუდან თევანიანი.

 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203