
მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად, კაცთმოყვარეობასა და ერთმანეთის პატივისცემას ასწავლიან.
ახლახან, სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავალი ჩვენია“ წევრებმა განახორციელეს პროექტი - „ერთად შევაჩეროთ ბულინგი“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ემპათიის, პატივისცემის და თანამშრომლობის უნარების განვითარება.
საუბარი შეეხო ძალადობის პრევენციისა და მეგობრული გარემოს შექმნის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ ბულინგის შემთხვევის დროს.
იხილეთ ფოტოები: