საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში შიდასასკოლო ტურნირში გამარჯვებული მე-4 კლასელები დაჯილდოვდნენ
27-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წახალისებულია როგორც მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, ისე სპორტული წარმატება. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის შიდასასკოლო ტურნირში - „მხიარული სტარტები“ - მონაწილეობისათვის პირველი ხარისხის სიგელებით დაჯილდოვდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე ხეჩუაშვილი). 

აღსანიშნავია, რომ ახლახან  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტულ-გასართობი თამაშების შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა. ფინალური შეხვედრა განსაკუთრებით სანახაობრივი აღმოჩნდა. დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში გამარჯვება მე-4 კლასის გუნდმა მოიპოვა.

წარმატებული ასპარეზობისთვის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ გარდამავალი ოქროს თასი. 

„მხიარული სტარტები“ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის სიყვარულის გაღვივებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურებოდა.

მოსწავლეთა სპორტის პედაგოგები - დავით უნგიაძე და ნინო ცომაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203