Protect our Nature - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
25-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, II (კლასის ხელმძღვანელი თინათინ ბლიაძე) და II კლასების (ხელმძღვანელი ქეთევან მოსულიშვილი) მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოადგინეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პროექტი, სახელწოდებით - „Protect our Nature /დავიცვათ ჩვენი ბუნება“.

საინტერესო პროექტი მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგმა - ნათია მიქაძემ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები პიკნიკის თემატიკაზე და კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ ბუნებას, სადაც დროს ატარებენ გაფრთხილება სჭირდება.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მე-2 კლასელებმა გარდა იმისა რომ გაიმდიდრეს ინგლისური ენის ცოდნა, ასევე მეტად გააცნობიერეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203