საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასებელმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებითა და ექსკურსიით დააგვირგვინეს
25-05-2026

27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება. 

2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის I კლასის მოსწავლეებისთვის. მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა, თეა გოგინაშვილმა გაუწია და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი შესთავაზა. 

სასწავლო წლის მიწურულს კი მოსწავლეებმა სასწავლო მიღწევები ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური ნაწარმოებებით გააცილეს ქართული ანბანი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

შემდეგ კი I კლასი, დამრიგებლის - თეა გოგინაშვილის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობ ექსკურსიაზე მარტყოფში გაემგზავრა

მოსწავლეებმა მოილოცეს მარტყოფის მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203