ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს
21-05-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა აღზრდილებს დიდი სიყვარულით მიმართა და ნათელი მომავალი უსურვა. 

„ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო:

ლაშა, ლიკა, მერაბ, ნიკა, გიორგი, სალომე გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

ბედნიერ მომავალს გისურვებთ!

თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა თქვენს თანატოლს! 

თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!

ხვალიდან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, წინ ბობოქარი სტუდენტური ხანა და სხვადასხვა საინტერესო გამოწვევა გელოდებათ. მჯერა, კვლავაც ასეთივე ზნეკეთილი დარჩებით, დაბრკოლებებსაც გადალახავთ და წარმატებულიც იქნებით, მამულს ერთგულად ემსახურებით. ამაში კი ოჯახთან ერთად თქვენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება!

ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, ეხაროთ თქვენით მუდამ!

მიყვარხართ და მეიმედებით!

გზა დაგელოცოთ !

,,ცხოვრების მიზნად სიკეთე გქონდეს

და სიყვარული - მოძმეთა ვალად,

სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,

თუკი გსურს დარჩე ადამიანად!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203