
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად სკოლაში, ბადმინტონელთა გუნდის წარმატებით ხარობენ.
გუნდმა, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.
სკოლაში კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.