
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
2 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფარგლებში, ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სალომე ბერიძე, მარიამ სურმანიძე, ანა ბოლქვაძე, გიორგი წილოსანი და გიორგი სურმანიძე.
პროექტი ინტელექტუალური კონკურსის სახით გაიმართა და 1918-1921 წლების გარდა მოიცავდა 1921-1924 წლების ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შესახებ მასალას.
კონკურსი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილება აღმოჩნდა.
მოსწავლეებს წარმატებით მონაწილეობისთვის სეტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირება უზრუნველყო ფიროსმანის სკოლის დირექციამ.