
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, მათი ნიჭი და შესაძლებლობები წახალისებული. მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
რუსთავის №20 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ხათო ბაძაღუამ, მონაწილეობა მიიღო 2026 წლის EUROPEAN FESTIVAL-ში, რომელიც გაიმართა თურქეთში, ალანიაში, 3-11 მაისს.
მოსწავლემ წარმატებით დაიკავა I ადგილი.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ხათოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ღირსეულ გამოსვლას საერთაშორისო ასპარეზზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
EUROPEAN FESTIVAL საერთაშორისო კულტურული და შემოქმედებითი ფესტივალია, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა და ახალგაზრდული ჯგუფები - მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები, თეატრალური და სპორტული კოლექტივები.
ფესტივალის მთავარი მიზანია: სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობა და დაახლოება; ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა; გამოცდილებისა და შემოქმედებითი იდეების გაზიარება; ხელოვნებისა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია.