
რუსთავის №20 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლე იუსიფ კურბანოვმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში - EUROPEAN FESTIVAL , რომელიც თურქეთში, ქალაქ ალანიაში 3-11 მაისს გაიმართა.
EUROPEAN FESTIVAL საერთაშორისო კულტურული და შემოქმედებითი ფესტივალია, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა და ახალგაზრდული ჯგუფები - მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები, თეატრალური და სპორტული კოლექტივები.
ფესტივალის მთავარი მიზანია: სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობა და დაახლოება; ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა; გამოცდილებისა და შემოქმედებითი იდეების გაზიარება; ხელოვნებისა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია.
იუსიფ კურბანოვი ფესტივალზე დიდი წარმატებით წარდგა და წარმატებით დაიკავა I ადგილი.
„ვულოცავთ, მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.