„წუთია წუთისოფელი, იყო და არა იყო რა...“ - შთამბეჭდავი თეატრალიზებული წარმოდგენა რუსთავის N20 სკოლაში
21-05-2026

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი თეატრალიზებული წარმოდგენა სახელწოდებით - „წუთია წუთისოფელი, იყო და არა იყო რა...“

ღონისძიება მოეწყო ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგისა და ქალაქ რუსთავის გ. ლორთქიფანიძის მუნიციპალურ-დრამატული თეატრის მსახიობის ეკატერინე ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით. წარმოდგენის სცენარის ავტორია ქალბატონი ლეილა აფციაური.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები:

ლიზი ბუცურიძე — Xგ კლასი;

ბარბარე ქევხიშვილი — Xგ კლასი;

ელენე თინაშვილი — Xგ კლასი;

სალომე ბერუაშვილი — Xბ კლასი;

გიორგი ცხოვრებაშვილი — XIბ კლასი;

მარიამ ჭიჭიაშვილი — IXგ კლასი;

შოთა ზაქაიძე — VIIIგ კლასი;

ლუკა ბადალაშვილიVIIIგ კლასი.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი შესაძლებლობებით მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკატერინე ქვრივიშვილის მრავალწლიანი შრომა და თავდადება, რომელიც მხოლოდ სასცენო წარმოდგენების დადგმით არ შემოიფარგლება.

„ქალბატონი ეკატერინე მსგავსი აქტივობებით მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა სულიერ, ესთეტიკურ და კულტურულ განვითარებაზე - ეხმარება მათ საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში, შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, სცენური კულტურის ჩამოყალიბებაში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარულის გაღრმავებაში. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობას, ემპათიასა და ღირებულებების პატივისცემას, რაც მათ პიროვნულ ზრდასა და უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ასევე რუსთავის N20 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ნონა ხიდეშელს წარმოდგენის გაფორმებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების წარმატებით!“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203