კაბლის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 47 მოსწავლისთვის დაირეკა
20-05-2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება 47-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. 

კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლამარა ტაბატაძემ, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

„ცხოვრების სწორი გზის პოვნას ვუსურვებ ახალგაზრდებს, ბედნიერებას, წარმატებებს და რგორც იტყვიან ზურგის ქარს. იმედი მაქვს დაუღალავი შრომითა და ცოდნით შეძლებენ ყველა დასახული მიზნის მიღწევას“, - განაცხადა სკოლის ლიდერმა.

მოსწავლეებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პედაგოგებმაც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203