„ძველი ეგვიპტის ხელოვნება“ - შთამბეჭდავი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება დიდი არაქალის საჯარო სკოლაში
21-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული და შთამბეჭდავი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება - „ძველი ეგვიპტის ხელოვნება“, რომელიც ხელოვნების მასწავლებლის - როზა მარკოსიანის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის III, VI, VII, IX და XI კლასების მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძველი ეგვიპტის ხელოვნება და კულტურა - ისაუბრეს ფერწერაზე, არქიტექტურაზე, მითოლოგიაზე, სიმბოლოებზე, სილამაზის კულტსა და ეგვიპტის საიდუმლოებებზე. წარმოდგენები გაფორმებული იყო ეგვიპტური მოტივების მუსიკით, თეატრალური ელემენტებითა და თემატური დეკორაციებით, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

მოსწავლეებმა შეასრულეს ასევე ძველი ეგვიპტური მოტივებით შთაგონებული საცეკვაო ნომრები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო „დედოფალი კლეოპატრას“ გამოჩენა სცენაზე.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა მაკიაჟი, კოსტიუმებისა და ეგვიპტური აქსესუარების დიდი ნაწილი თავად მასწავლებლის, როზა მარკოსიანის მიერ იყო შექმნილი, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო ორიგინალური და შთამბეჭდავი სახე შესძინა.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია, ხოლო მსგავსი მასშტაბისა და შემოქმედებითი ფორმატის აქტივობა სკოლაში ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203