იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადიქციასა და მისი პრევენციის გზებზე იმსჯელეს
21-05-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ იყალთოს ბიბლიოთეკაში გაიმართულ შეხვედრას, თემაზე: „ადიქცია ანუ დამოკიდებულება და მისი პრევენცია“.  თემა მეტად აქტუალურია და საზოგადოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. 

აქტივობაში მონაწილეობდნენ ყარაჯლის და იყალთოს საჯარო სკოლების მოსწავლეები, ( მასწავლებელი: ნათია ჯიჯელავა) რომელთაც წარმოადგინეს პრეზენტაცია: „ადიქცია-არჩევანი თუ ხაფანგი?“

როგორც იყალთოს ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და იმ საფრთხეების განხილვა, რომელიც სხვადასხვა სახის დამოკიდებულებას ახლავს თან. 

აქტივობა საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ადიქციის გამომწვევ მიზეზებზე, მის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ასევე პრევენციის მნიშვნელობაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203