„საზოგადოდ სიყვარული“- იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება, რომელმაც მაყურებელი მარადიულ ღირებულებებზე კიდევ ერთხელ დააფიქრა
20-05-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც სიყვარულს მიეძღვნა და ემსახურებოდა მოსწავლეების ემოციური, ესთეტიკური და კულტურული ცნობიერების ამაღლლებას

ქართული კინოფილმებიდან ნაჩვენებმა კადრება ბავშვებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ როგორ აისახება სიყვარული ქართულ კულტურაში. მოსწავლეები დაფიქრდნენ მარადიულ ღირებულებებზე - სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე.

ღონისძიების იდეის ავტორი ლელა ბოშაშვილი გახლავთ, რომელსაც სკოლაში მადლობას უხდიან მეტად საინტერესო და ორგიგინალური ღონისძიებისთვის.

„დღეს ჩვენს სკოლაში სიყვარულის ცეცხლი დატრიალდა, რომელმაც აღგვაფრთოვანა და გაგვაერთიანა! ეს იყო დღე, როდესაც ჩვენი გულები გათბა და ემოციებმა მწვერვალს მიაღწია.

ეს ღონისძიება მიეძღვნა გრძნობას, რომელიც სამყაროს მართავს და აცოცხლებს.

კინოეკრანიდან ქართული ფილმების უკვდავმა კადრებმა შეგვახსენა, თუ რამდენად ღრმაა სიყვარულის ფენომენი ჩვენს კულტურაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203