
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ელზა მუსალიევამ და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე განახორციელეს საინტერესო პროექტი - „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ძველ და გამოუყენებელ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და ლამაზ ქოთნებად აქციეს, რომლებშიც ყვავილები დარგეს.
მათ ასევე გადაიღეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მათი შემოქმედებითი მუშაობა და იდეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პროექტი ხელს უწყობს როგორც გარემოს დაცვას, ისე მოსწავლეების კრეატიული უნარების განვითარებას.
იხილეთ ვიდეო