სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება იზეიმეს
12-07-2018
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება ღონისძიებით - „გაგვიფრინდა ოთხი წელი“ და „მომავალი ჩვენია“ აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და თავი წარმოაჩინეს.
სკოლის აღსაზრდელები დამრიგებლებს გამოეთხოვნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა მეოთხეკლასელებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის