„მწვანე ფიცი“ და სხვა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობები კაბლის N1 საჯარო სკოლაში
21-05-2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ  კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის გაუფრთხილდნენ ბუნებას და შექმნან უკეთესი გარემო მომავლისთვის.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ნონა მაისურაძემ და მისმა მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობები:

1. „მწვანე ფიცი“ - რომლის პირობა შემდეგია - მოსწავლეები წერენ ან ამბობენ პირობას როგორ დაიცავენ გარემოს (მაგ: ნაგავი არ დაყარონ, დაზოგავენ წყალს)

2. დასუფთავების აქცია - მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს. 

3. ყვავილების დარგვა - ბავშვებმა თავად დარგეს ყვავილები, შემდგომ კი თავადვე იზრუნებენ და მოუვლიან მათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203