
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატია გელაძე და გიორგი სესაძე ცოდნას izrune.ge-ს ტესტების დახმარებით იმდიდრებენ და წარმატებით მონაწილეობენ „ეტალონის“ საგნობრივ ჩემპიონატებში. სკოლისა და ოჯახის სასახელოდ კი მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
საამაყო და წარმატებულ „იზრუნელებს“ izrune.ge-ს ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობისთვის, 2025-2026 სასწავლო წელს მოპოვებული გამორჩეული მიღწევებისა და ბრწყინვალე შედეგების დასტურად სკოლაში გაეგზავნათ წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები.
სკოლის დირექტორმა, ემზარ პაპიძემ, რომელიც მოსწავლეთა წარმატებებს ყოველთვის გამორჩეულად ახალისებს, ხატიასა და გიორგის სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა.
ხატია გელაძის დამრიგებელი ოთარ ლონდარიძე გახლავთ, ხოლო გიორგი სესაძის - რამაზ მიქელაძე.
მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას პედაგოგი ციური ოქროაძე ასწავლის.