„პერიოდული სისტემა და ატომის აგებულება“ - წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
20-05-2026

წნორის N3 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო ყაჯრიშვილთან ერთად განახორციელეს პროექტი - „პერიოდული სისტემა და ატომის აგებულება“ და დაამზადეს ზოგიერთი ელემენტის ატომთა მოდელები.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203