
წნორის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სპეცმასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო კვირეულს.
პარადონტოლოგთა ასოციაციის პროექტის - „მე ვიხეხავ კბილებს“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა.
პრეზენტაცია წარადგინა სტომატოლოგმა ნინიკო კევლიშვილმა, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა პირის ღრუს ჰიგიენაზე, აუხსნა თუ როგორ უნდა მოვუაროთ და გავიხეხოთ კბილები სწორად.
მოსწავლეებმა მიიღეს საჩუქრები კომპანია „ლაკალუტიდან“, რომელიც კომპანია „ავერსთან“ ერთად ამ პროექტის სპონსორია.
„დიდ მადლობას ვუხდით პროექტის მესვეურებს, მოწვეულ სტუმარს, სკოლის დირექციას. საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: