ნახუნაოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
20-05-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელიც კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებად ჩაიწერა. 

დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს და მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს. ბავშვებმა კურსდამთავრებულებს ლექსებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით გაულამაზეს დღეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს ნახუნაოს საჯარო სკოლა სამმა მე-12 კლასელმა დაამთავრა. საზეიმო ცერემონიაზე მე-12 კლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა და სასურველი პროფესიების დაუფლება და ნათელი მომავალი უსურვა. 

„გისურვებთ, მშვიდობიან ცხოვრებას და ყველა თქვენი სურვილების ასრულებას, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას, განსაკუთრებულ წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას“, -აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203