ქუთაისის N15 სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა ღონისძიებით შეაჯამეს 
25-05-2026

27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება. 

2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი იყო ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის. 

ბავშვებმა წარმატებით შეისწავლეს ქართული ანბანი. სასწავლო მიღწევები პატარებმა ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 14 აპრილს, როდესაც ქართული ენის დღეს ვდღესასწაულობთ, პატარებმა ანბანის სწავლა დაასრულეს.

​ბავშვებმა საოცარი მონდომებითა და პასუხისმგებლობით გადმოსცეს, რაც ამ თვეების განმავლობაში ისწავლეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს

​გილოცავთ! დღეს თქვენ ოფიციალურად გახდით მკითხველები! ​გახსოვდეთ, წიგნი თქვენი საუკეთესო მეგობარია! გზას დაგილოცავთ კითხვისა და დიდი აღმოჩენების სამყაროში!“,- აღნიშნავს მასწავლებელი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203