
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
სწორედ ქართული ენის მნიშვნელობისა და დამწერლობის უნიკალურობის ხაზგასმას ემსახურებოდა აქტივობა - „ო, ენავ ჩემო“.
მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს, რომელთაც ძველი ხელნაწერების იერსახე მისცეს. მოსწავლეთა ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ვიდეო: