„მოსწავლის უფლებები და მოვალეობები“ - ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
21-05-2026

ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მომავალ თაობას საგნებთან ერთად, უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და მათ კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავენ.

ახლახან, მე-3 კლასში „მე და საზოგადოებაში“ განხორციელდა პროექტი - „მოსწავლის უფლებები და მოვალეობები“.

პროექტის მიზანი იყო პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება, ერთმანეთის პატივისცემა და საკუთარი უფლებების სწორად გააზრება.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს, შექმნეს შთამბეჭდავი ნამუშევრები და საკუთარი ცოდნა სიყვარულით გაუზიარეს პირველკლასელებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203