ინგლისური ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მუხურის N2 საჯარო სკოლაში
20-05-2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ინგლისური ენის დღეს მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოდგენილ პრეზენტაციაში ისაუბრეს ინგლისური ენის ისტორიის, განვითარებისა და მისი გლობალურ და ქართულ კონტექსტში მნიშვნელობის შესახებ.

აგრეთვე, წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული ვიქტორინა და ინგლისურ-ქართული იდიომები, რომელიც მსმენელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო სიმღერა ინგლისურ ენაზე.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებით აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203