
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბში ჩართული მოსწავლეებისთვის მოეწყო მიზნობრივი ექსკურსია - „გაიცანი შენი ქალაქი“.
აქტივობა დაიგეგმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ინიციატივით, ხოლო მიზანი გახლდათ მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ საკუთარი დედაქალაქი, გაეფართოვებინათ თვალსაწიერი, განევითარებინათ შემოქმედებითი ხედვისა და ესთეტიკური აღქმის უნარი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გასვლითი ღონისძიება ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა.
„მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მოსწავლეებს აჩუქა ასეთი ლამაზი და ემოციურად დატვირთული დღე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი უბნის უსაყვარლეს მოძღვარს დეკანოზ კახაბერ შურღაიას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: