თბილისის N133 სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, პროფორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
20-05-2026

თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ახლახან სკოლაში მე-10-მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროს გაცნობა.

შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელი ინა ხოხიაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ფსიქოლოგიის მიმართულება და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კრიმინალურ ფსიქოლოგიაზე. მან ისაუბრა ამ სფეროს მნიშვნელობაზე, პრაქტიკულ ასპექტებსა და პროფესიულ შესაძლებლობებზე.

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ჩუბინიძე, რომელიც სწავლობს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე. მან მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა სასწავლო პროცესზე, პრაქტიკულ კომპონენტებზე და იმ უნარებზე, რომლებიც ამ პროფესიაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრა გაიმართა აქტიურ და საინტერესო გარემოში, მოსწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს კითხვები და მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომავალი პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრება და შეხვედრის ორგანიზატორებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203