
თბილისის N154 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას . ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
15 მაისს, Xა კლასში (დამრიგებელი ჯილდა მესხიშვილი) გაიმართა დისკუსია თემაზე - „უნდა ითვალისწინებდეს თუ არა კანონმდებლობა სიკვდილით დასჯას და ევთანაზიას”.
აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა ემსჯელათ ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე, ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, მოესმინათ განსხვავებული მოსაზრებები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა გამოავლინეს ადამიანის უფლებების ცოდნა და არგუმენტირებულად იმსჯელეს თითოეულ საკითხზე.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ი. გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა.