
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, III ა კლასში, პედაგოგ მანანა კედელაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი - „წიგნი ჩემი მეგობარია“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს საყვარელი ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა, ერთობლივად უყურეს წაკითხულის მიხედვით შექმნილ ანიმაციებს, მოაწყვეს მცირე დისკუსია - ნანახსა და წაკითხულს მიხედვით, შეაფასეს მთავარი გმირის საქციელი და ვირტუალურ სამყაროში მოახერხეს საყვარელ გმირებთან ჩახუტება.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა და ბავშვებს შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
იხილეთ ვიდეო ბმულზე