მარტვილის N1 სკოლაში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში ლეცავეს და ბანძის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს  
20-05-2026

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტულ პროექტის - „თავისუფლების თამაშები 2026“-ის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს უმასპინძლა. 

მასშტაბურ ღონისძიებაში 12 საჯარო სკოლის 16 გუნდი (ვაჟთა და გოგონათა გუნდები) მონაწილეობდა. 

ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

 გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა ლეცავეს საჯარო სკოლის გუნდმა. ვაჟებს შორის კი პირველ ადგილზე გავიდა ბანძის საჯარო სკოლის გუნდი.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ პროექტს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების თანადგომითა და მონაწილეობით ახორციელებს. თამაშები ყოველწლიურად 9 აპრილიდან 26 მაისის პერიოდში იმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203