გაჭედილის საჯარო სკოლის პედაგოგები- თინათინ გვარამია და ნათია ჯანჯღავა კონფერენციას - „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“- დაესწრნენ
20-05-2026

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

მათ შორის, მასწავლებლები -  თინათინ გვარამია და ნათია ჯანჯღავა აქტიურად შეუერთდნენ 8 მაისს ბათუმში გამართულ პრეზენტაციას, რომელიც მედიაწიგნიერების სწავლების საკითხებს შეეხო. 

აღსანიშნავია, რომ  გაჭედილის საჯარო სკოლაში წარმატებით ისწავლება საგანი მედიაწიგნიერება

„დღევანდელ რეალობაში, როდესაც ინფორმაცია წამებში ვრცელდება და სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მედიაწიგნიერება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს არჩევით საგნად აქვთ მედიაწიგნიერება, რომელიც გვასწავლის ინფორმაციის სწორად აღქმას, ანალიზს და კრიტიკულ შეფასებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ყალბი და ჭეშმარიტი ინფორმაციის გარჩევას ასწავლიან.

ამ საკითხს ეხებოდა 8 მაისს ბათუმში გამართული კონფერენცია, რომელსაც სკოლის ორი მასწავლებელი ესწრებოდა.კონფერენციამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.

პედაგოგები მადლობას უხდიან ტრენინგის ორგანიზატორებს UNCEF-სა და საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203