
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედაენის დღე. ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თამარაშენის საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით -„ ,ჩვენი ენა ქართული“.
ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და ლაიტმოტივად გასდევდა იაკობ გოგებაშვილის სიტყვები - „მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.”
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხოტბა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენას. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი გამოფენა-გაყიდვაზე წარადგინეს ხელნაკეთი აქსესუარები, სამკაულები, ნახატები, სათამაშოები და ა.შ. რომლებიც სიმბოლურ ფასად გაიყიდა. შეგროვილი თანხა კი შესაწირის სახით გადაეცემა სოფელ თამარაშენში არსებული სამების სახელობის მოქმედი ტაძრის მოძღვარს.
„ჩვენი დაწესებულების სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა თუ მასწავლებელს ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.