ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებმა სახელმწიფო თეატრის სცენაზე, შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს 
20-05-2026

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელიც კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებად ჩაიწერა. 

ეს ღირსშესანიშნავი დღე სახელმწიფო თეატრის სცენაზე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. ზღაპრულმა სანახაობამ გულგრილი არავინ დატოვა. 

„კიდევ ერთი, 180-ე გამოშვება იდგა დღეს სახელმწიფო თეატრის სცენაზე . კიდევ ერთი ნიჭიერი თაობა გავაცილეთ.

მზის სხივებით გაცისკროვნებული , მადლმოსილი და დალოცვილი იყოს თქვენი სავალი გზები. გილოცავთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს ნათელ მომავალს უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203