
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, პროექტი მოქალაქეობაში, სახელწოდებით - „ჩვენი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“, რომელზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია საგნის სწავლებისას“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და პროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ამჯერად, მოსწავლეები ეწვივნენ გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ნანგრევებს და შეიტყვეს, რომ მამული, სადაც ეს ტაძარი იდგა თავად ჩიქოვანებს ეკუთვნოდათ, რაზეც მოწმობს, ერთ-ერთი შთამომავლის საგვარეულო სასაფლაო ნანგრევთა გვერდით.
„კვლევა გრძელდება... ჩვენი ჭკვიანი მოსწავლეები კი აქტიურ მოქალაქეებად იზრდებიან“,- სიამაყით აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო: