
თბილისის N28 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ლიტერატურული კლუბი „ლიტერმანი“. ლიტერატურის მოყვარული მოსწავლეები საკლუბო მუშაობის ფარგლებში საინტერესო ნაწარმოებებს ეცნობიან, მსჯელობენ და საინტერესო სტუმრებსაც მასპინძლობენ.
ახლახან, ლიტერატურულ კლუბ „ლიტერმანს“ საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე ეწვია.
მოსწავლეებმა, მწერალთან ერთად, ისაუბრეს მის ახალ წიგნზე - „დეტექტივი ელიკე.“
ბავშვების ლაღმა, გონივრულმა კითხვებმა, ავტორის არაჩვეულებრივმა პასუხებმა და მსჯელობამ შეხვედრა დაუვიწყარი გახადა.
ლიტერატურულ კლუბს პედაგოგი თინა გიორგაძე ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები:
იხილეთ ფოტოები: