ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები
20-05-2026

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვნელობასა და დაარსების შესახებ.

მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური კედლის გაზეთი, გამართეს პრეზენტაციები, სადაც გარემოს დაცვის გზები და სტატეგიები დასახეს. 

ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები და პრაქტიკული სამუშაოებით დააგვირგვინეს - დარგეს ხეები და ყვავილები. 

„გადავიღეთ ბევრი სამახსოვრო ფოტო და შევთანხმდით, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელზედაც ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ მასზე და გავუფრთხილდებით“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203