
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, არამედ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას, მათი ცოდნისა და ნიჭის წარმოსაჩენად კი ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხავა კონკურსში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, მე-6-მე-7-მე-8 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს, როგორც საქალაქო, ისე რეგინულ ტურებში.
საქალაქო ტური 9 მაისს ჩატარდა, მოსწავლეები 54 ქულით გადავიდნენ რეგიონულ ტურში, რომელიც 17 მაისს გაიმართა. მოსწავლეები კი უკვე ფინალური ტურის მოლოდინში არიან.
მოსწავლეთა გუნდი ასპარეზობს სახელით - „სენატი“ და მის შემადგენლობაში ირიცხებიან.
1.კაპიტანი-მარიამ ზურაბიანი;
2.ნიკოლოზ ზურაბიანი;
3.დათო გიგანი;
4.გიორგი გიგანი;
5.ლიპარტელიანი ნიკოლოზი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ გუმხურვალედ გულსემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: